| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ყანჩელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1921 წელს. 1924 წელს მუშაობა დაიწყო რკინიგზის სკოლების ბავშვთა ექიმად; საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ჯანდაცვის ინსპექტორად, ორგანიზაციას უწევდა ბავშვთა პირველ სანატორიუმებს: კოჯორში, სურამში, ბაკურიანში; დააარსა ბავშვთა პირველი სახლები, ოთახები. სათავეში ჩაუდგა საქართველოში პიონერთა ბანაკების ორგანიზაციას. იყო ჯანსახკომის დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სამმართველოს უფროსი; მთავარი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი სასკოლო ჰიგიენის ხაზით. მისივე მონაწილეობით იქმნება საბავშვო საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, მოზარდთა კაბინეტები. 1931 წლიდან არის ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჰიგიენის განყოფილების გამგე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასკოლო ჰიგიენის კათედრის დოცენტი; 1941 წლიდან სან-ჰიგიენური ფაკულტეტის ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენის კათედრის გამგე; ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964). პედიატრი, ბავშვთა ჰიგიენისტი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.612-613 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

