| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ტატიური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1986 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა გორში, ნახჩევანში, ქ. ჯულფაში. იყო უფროსი ტანკისტი (დაჰყავდა ბეტეერი). 1988 წელს ჯულფიდან გადაიყვანეს ყარაბაღში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თბილისის საიუველირო ფაბრიკაში. 1992 წლის თებერვლიდან სამსახური დაიწყო საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, იყო "თეთრი არწივის" წევრი. დაიღუპა 1992 წლის 6 ივნისს, ცხინვალის რაიონში, სოფელ თამარაშენის განთავისუფლებისათვის ბრძოლის დროს სოფელ მეღვრეკისთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.388
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

