The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე ტელიაფუსი

პეტრე ტელიაფუსი
დაბადების თარიღი:ოქტომბერი, 1958
გარდაცვ. თარიღი:13 ივნისი, 1992  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

1976 წლის ოქტომბერში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მსახურობდა გერმანიაში, ქ. პოტსდამში.  მუშაობდა საყოფაცხოვრებო მომსახურეობაში, შემდეგ გახსნილი ჰქონდა მცირე საწარმო, რომლის თავმჯდომარეც იყო. 1988 წლიდან ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. იყო წმინდა ილიას საზოგადოების და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრი. არცერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქცია არ ჩატარებულა მისი მონაწილეობის გარეშე. 1989 წლის ნოემბერში სამაჩაბლოში იცავდა ქართულ სოფლებს, ეხმარებოდა მიწისძვრით დაზარალებულებს. ის, როგორც საქართველოს ეროვნული გვარდიის ხაშურის ბატალიონის ერთ-ერთი მეთაური, ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო. დაიღუპა 1992 წლის 13 ივნისს გორში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.389


გააზიარე: