The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მირინაშვილი

Date of birth:August, 1897  (128 years)
Date of death:19??
Category:Public official, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი.

პირველი ლექსი "განწირული" დაბეჭდა "თეატრი და ცხოვრებაში" (1919, №13), შემდეგ არალეგალურ გაზეთ "კომუნისტში" 1920 წლის გაზაფხულზე გამოაქვეყნა ლექსები: "ჩვენი სკოლა", "შვების ზარი" და სხვ. 1915-1916 წლებში სასოფლო სცენაზე სცენისმოყვარულთა შორის მონაწილეობდა, გამოდიოდა ქ. სიღნაღში, სოფელ ანაგაში, კარდენახს და ლაგოდეხში. 1921-1922 წლებში დადგა პიესები "ლურჯი ხალათი", "ადვოკატი მელაძე", "მსხვერპლი" და სხვ., მთავარ როლებს ასრულებდა თვითონ. დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საქმიანობის გამო. საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ასრულებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას: იყო მაზრის პარტიული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგე, სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს წევრი, რესპუბლიკის პროკურატურაში პროკურორად და სხვ.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.322


Share: