| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეთერ სადაღაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი; შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთებში: "ქართლის ხმა", "თრიალეთი", "მებრძოლი გუშაგი", "ყაყაჩო", "ლიტერატურული ქართლი". 2000 წლიდან იყო ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო განყოფილების რეპორტიორი; 2003 წლიდან - ტვ. "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2005 წელს დაინიშნა შსს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად შიდა ქართლსა და ცხინვალის რეგიონში. 2009 წლიდან ემიგრაციაშია (დროგამოშვებით). არის სამი წიგნის ავტორი, რამდენიმე პოეტური გამოცემის თანაავტორი, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ რეგიონებს შორის ჩატარებული კონკურსის - "ჟურნალისტური გამოძიების" - პირველი ადგილის მფლობელი (2004). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

