| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როლანდ ტოლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქსუისი (ყოფილი ცხინვალის), ახლანდელი გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის კოოპერაციული სასწავლებელი. 1968-1971 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური ბალტიისპირეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში. 1979 წლიდან მუშაობდა "თბილგვირაბმშენის" №13 სამშენებლო ბრიგადაში, რომელმაც ააშენა როკის გვირაბი, შემდეგ ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე. 1991 წლის 1 ნოემბერს ანდრო (ცაცი) ოქროპირიძესთან ერთად შეიპყრეს, დაიღუპა 3 ნოემბერს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.395-396
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

