The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ბაქრაძე

არჩილ ბაქრაძე
დაბადების თარიღი:1942
გარდაცვ. თარიღი:2003  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკის ფაკულტეტი 1959 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საკავშირო სამინისტროს ავტომატიზაციის საშუალებათა ცნობილ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ამ ინსტიტუტში მაღალი დონის სამეცნიერო-კელევითი და საინჟინრო-ტექნოლოგიურ-საწარმოო ამოცანები წყდებოდა. ორი წლის შემდეგ ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ასპირანტურაში ლოგიკის განხრით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოსცა რამდენიმე მეტად საყურადღებო ნაშრომი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.242-243


გააზიარე: