| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ოქრომელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტი, ეკონომისტ-მენეჯერის კვალიფიკაცია 1999 წელს. 2003-2005წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზის განყოფილების უფროსი ოფიცერი; 2005-2007წწ. - სსიპ - სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს სპეციალისტი; 2007-2008წწ. - საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური სამმართველოს უფროსი; 2008-2015წწ. - საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; 2015-2018წწ. - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე; 2016-2017წწ. - გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე (საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი; საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე, 2018); 2018-2019წწ. - სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე (დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი); 2019-2025წწ. - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 02.2025 - 01.07.2025 - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი - პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 01.07.2025 საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

