The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბაია თოლორდავა

ბაია თოლორდავა
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1990  (35 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრიატი 2012 წელს; კავკასიის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრატურა 2017 წელს; 2018 წლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 

2012-2015წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის აპარატი, საპარლამენტო მდივნის თანაშემწე სამართლებრივ საკითხებში; 2015-2016წწ. - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, სამართლის სკოლის პროგრამის მენეჯერი; 2016-2020წწ. – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2020-2021წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2021-2023წწ. - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პრემიერ-მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილე; 2022 წლიდან - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი; 2023 - 01.07.2025წწ. - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ადმინისტრაციის უფროსი; 01.07.2025 წლიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. არის სამეცნიერო სტატიების ავტორი.
წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: mod.gov.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2024 - მედალი "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის"

გააზიარე: