The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერძენიშვილი

დაბადების თარიღი:1910
გარდაცვ. თარიღი:1980  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი 1934 წელს.

თბილისის მანქანათმშენებელ ქარხანაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ნორმადარი, საამქროს უფროსი, პარტკომის მდივანი. ქარხნის დირექტორის მოადგილე, 1948-1956წწ. - ამავე ქარხნის დირექტორი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ დაინიშნა ქარხნის კომისრად. 1942 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა როგორც საბრძოლო ოპერაციებში, ისე საფორტიპიკაციო აღმშენებლობაში. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ქარხანაში. 1956 წელს ხელისუფლებამ დაავალა "ცარიელ ადგილზე" დაეფუძნებინა და აემოქმედებინა საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი "ავტომატმრეწვი". 1956-1958წწ. მისი ხელმძღეანელობით შეიქმნა ინსტიტუტის სტრუქტურა და მასში შემავალი სამსახურები: ლაბორატორიები, განყოფილებები, სექტორები, საპროექტო და საკონსტრუქტორო ბიუროები, საცდელი საამქრო, ტრანსპორტის ავტოპარკი. აშენდა ინსტიტუტის ცენტრალური სამსართულიანი კორპუსი ცხინვალის გზატკეცილზე და სამი საცხოვრებელი კორპუსი, სპეციალისტთა დიდი ჯგუფი გაიგზავნა მოსკოვში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, გორში გაიხსნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფილიალი ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტით სპეციალისტების მოსამზადებლად და მრავალი სხვა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის გორის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნისა და ტექნიკური ინტელიგენციის ფენის ჩამოყალიბებაში. 1961 წლიდან სამუშაოდ გადაიყვანეს საქართველოს ხე-ტყისა და ხის დამმუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იმუშავა. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.244


გააზიარე: