The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბიძინა ბოკერია

დაბადების თარიღი:1932
გარდაცვ. თარიღი:1997  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საგლინავ საამქროში ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ საპროექტო ინსტიტუტ "ავტომატმრეწვში" ინჟინრად. 1957 წელს მოსკოვში გაიარა ავტომატური მართვის დაპროექტება-ექსპლუატაციის კურსები და მუშაობა განაგრძო რუსთავის "ავტომატმრეწვში" პროექტის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა რუსთავის, სუმგაითის, მაგნიტოგორსკის, დნეპროპეტროვსკის და სხვა მეტალურგიული ქარხნების ავტომატური სისტემების დამუშავებაში. 1963-1966წწ. მუშაობდა ქ. სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც მონაწილეობდა კოსმოსური აპარატურის ნახევარგამტარული გარდამქმნელების შექმნაში. 1966–1969წწ. მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტია. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1971-1980წწ. მუშაობდა ლენინგრადის ინსტიტუტ "პროექტავტომატიკის" დირექტორად, რომელიც მისივე ინიციატივით ჩამოყალიბდა. 1980 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ტაქომეტრიის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორი იყო. საქართველოს მრეწველთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი საბჭოს წევრი. მიღებული ჰქონდა ჯილდოები. იყო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.246


გააზიარე: