ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ინგა ფხალაძე
| დაბადების თარიღი: | 9 ნოემბერი, 1969 (56 წლის) |
| კატეგორია: | თანამდებობის პირი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაამთავრა კვიპროსის მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი, პროექტების მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინგლისური ფილოლოგია, მაგისტრის ხარისხი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებში მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.
1996-1997წწ. - EBRD-ის პროექტები "ტარიფების კვლევა და შეგროვების მექანიზმი საქენერგოსთვის" და "კომერციული მართვის სისტემების განვითარება საქენერგოსთვის", Kantor Management Consultants, KPMG, პროექტის ადგილობრივი მენეჯერი; 1996-1998წწ. - მსოფლიო ბანკის პროექტები "ვალის მართვა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში" და "გადახდის დისციპლინა და ფინანსური მართვა საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში" Kantor Management Consultants, Kantor Georgia Ltd, KPMG, პროექტის ადგილობრივი მენეჯერი; 1997-1998წწ. - მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური მშენებლობის პროექტი "თბილისის სადისტრიბუციო კომპანია თელასის პრივატიზაცია", Merrill Lynch, Kantor Management Consultants, Kantor Georgia Ltd., KPMG, კონსორციუმის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი; 1998- 1999წწ. - მსოფლიო ბანკის ინსტიტუციური მშენებლობის პროექტი: "საქართველოს გენერაციის აქტივებისა და სადისტრიბუციო კომპანიების პრივატიზაცია", კონტრაქტორები Merrill Lynch, Kantor Management Consultants, Kantor Georgia Ltd. კონსორციუმის პროგრამის მენეჯერი; 1998-1999წწ. - ევროკავშირის Thermie პროექტი "საქართველოს მცირე ჰიდრო პოტენციალის იდენტიფიკაცია და განვითარება", Kantor Management Consultants, Kantor Georgia Ltd; Verbundplun, ავსტრია, ოფისის ხელმძღვანელი; 1999 წელს - მსოფლიო ბანკი "თბილსრესის აუდიტი", KPMG; Kantor Management Consultants, Kantor Georgia Ltd, თბილისი, საქართველო, პროგრამის მენეჯერი; 2000-2001წწ. - აღწერითი მემორანდუმი ელექტროენერგიის გენერაციის აქტივებზე და სადისტრიბუციო კომპანიებზე, ადგილობრივი ექსპერტი; 2000-2001წწ. - საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის საკითხებზე - მენეჯერი; 2000-2001წწ. - ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამა 3 (GWHAP 3) - პროექტის მენეჯერის მოადგილე; 2001-2003წწ. - ტარიფების დაგეგმვა საქართველოს ენერგეტიკის ეროვნული მარეგულირებელი კომისიისთვის - ადგილობრივი ექსპერტი; 2002-2003წწ. - სამოდელო სოფლის ინიციატივა, ადგილობრივი ექსპერტი; PA Consulting Group- USAID -2000-2004წწ. :მათ შორის 2003-2004წწ. – საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივა (GESI), ენერგეტიკის უფროსი სპეციალისტი; 2004-2006წწ. - CORE International Inc. – საკონსულტაციო დახმარება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის - USAID, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე; 2007-2009წწ. - Winrock International საქართველო სოფლად ენერგეტიკის განვითარების პროგრამა (REP)-USAID, პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე; 2009-2013წწ. - Winrock International საქართველო – ახალი გამოყენებითი ტექნოლოგიების ეფექტურობისა და განათების ინიციატივა (NATELI-USAID), პროექტის ხელმძღვანელი; 2013-2017წწ. - Winrock International საქართველო – დაბალ ემისიებიანი სტრატეგიების განვითარება-სუფთა ენერგიის პროგრამა (EC-LEDS-USAID), პროექტის ხელმძღვანელი; 2017-2018წწ. - DANINDA/NIRAS "საქართველოსთვის ეკო-დიზაინის" კანონის შემუშავება; ენერგეტიკის ექსპერტი; 2017-2018წწ. - მდგრადი განვითარების ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი, დირექტორი და ადგილობრივი ექსპერტი; 2018 წელს ნორვეგიის წყლისა და ენერგეტიკის დირექტორატის პროექტის "საქართველოსთვის განახლებადი ენერგიის კანონის, RIA-სა და მეორადი კანონმდებლობის შემუშავება", ენერგეტიკის ექსპერტი; 2018-2022წწ. - ევროკავშირის პროგრამა "იმერეთის რეგიონის პოსტ-ინდუსტრიული ქალაქების მეორე დონის რევიტალიზაცი" ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან და პოლონურ ასოციაცია Poznanska Metropolia-სთან (PAMP) თანამშრომლობით, პროგრამის მენეჯერი; 2018-2022წწ. აზიის განვითარების ბანკის (ADB) - "საქართველოს ელექტროსისტემის კორპორატიზაციისა და ელექტროენერგიის ბაზრის დაგეგმვის პროექტის" ადგილობრივი კოორდინატორი; 2022-2025წწ. - აზიის განვითარების ბანკის (ADB) "შემნახველი ბატარეების სისტემა და მწვანე წყალბადის სექტორის განვითარების პროგრამა", პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი; 2025 წლის 25 ივლისიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge
|