The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ მესხი

როლანდ მესხი
Date of birth:29 June, 1980  (45 years)
Category:Public official, Lawyer

Biography

დაამთავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობა, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 2002 წელს.

2004-2005წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; 2005 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი; 2005-2006წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს ავტოტრანსპორტის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 2006 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი გამომძიებელი; 2006 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს V სამსახურის უფროსი გამომძიებელი; 2006-2008წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს V სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი; 2008-2009წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ტრეფიკინგთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს V სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი; 2009-2010წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს I სამსახურის უფროსის მოადგილე-გამომძიებელი; 2010 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს I სამსახურის უფროსი-გამომძიებელი; 2010-2012წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის I სამსახურის უფროსი-გამომძიებელი; 2012 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2012-2013წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის I მთავარი სამმართველოს (ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის) I სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2013 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსი; 2013-2015წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი; 2015-2018წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს III განყოფილების უფროსი (დეტექტივი - გამომძიებელი); 2018 წელს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2018-2020წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი; 2020-2021წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს უფროსი; 2021-2025წწ. წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (დეტექტივების ხაზით); 2025 წლის აპრილიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. პოლიციის გენერალ-მაიორი.
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: police.ge

Awards and Honors

  • მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (II ხარისხის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
  • მედალი "მამაცობისთვის" (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
  • სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (20 წლიანი უანგარო შრომისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
  • სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" (15 წლიანი უანგარო შრომისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
  • სამკერდე ნიშანი "დამსახურებული პოლიციელი" (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
  • მედალი "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" (I ხარისხის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)

Share: