The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ფარასტაშვილი

გელა ფარასტაშვილი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1972
გარდაცვ. თარიღი:13 აგვისტო, 1992  (20 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აგარა, ქარელის რაიონი.

იყო აგარის "მეშაქრეს" ფეხბურთელთა გუნდის წევრი, რესპუბლიკის პირველობაზე გამოდიოდა 1987 წლიდან. მუშაობდა აგარის შაქრის კომბინატში ხარატად. 1991 წლის მაისში გაიწვიეს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში. 1992 წლის 13 ივლისს ხელმეორედ გაიწვიეს საქართველოს შინაგან ჯარებში. დაიღუპა 1992 წლის 13 აგვისტოს სამაჩაბლოში, სოფელ ავნევთან სამხედრო მოვალეობის შესრულებისას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.400-401


გააზიარე: