The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ ბუკრეევი

იგორ ბუკრეევი
Date of birth:28 July, 1929
Date of death:20 July, 2014  (at 84 years)
Category:Inventor, Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია რადიოინჟინრის სპეციალობით 1956 წელს.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისთან ახლოს მდებარე სამხედრო ნაწილის საავიაციო პოლკში რადიომოწყობილობების ინჟინრად. 1957 წელს, არმიიდან დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა კვლევით ინსტიტუტში წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე (ტნიისა). ამ პერიოდში საქართველოში ფიზიკის ინსტიტუტში დაარსდა ფიზიკა-კიბერნეტიკის განყოფილება და იგი ახალჩამოყალიბებული კიბერნეტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა ფიზიკა-კიბერნეტიკის განყოფილება და იგორ ბუკრეევი გადაიყვანეს განყოფილების გამგის მოადგილედ. მას დაევალა ექსპერიმენტული სამუშაოების ხელმძღვანელობა. განყოფილების ამოცანა იყო გამოთვლითი ტექნიკის სწრაფმოქმედი ელემენტების ახალი ფიზიკური პრინციპების დამუშავება, მათ შორის გამომთვლელი მანქანების ოპტიკური ელემენტების შექმნა და გამოთვლის ახალი მეთოდების კვლევა. 1960 წელს ფიზიკის ინსტიტუტის ამ განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდა კიბერნეტიკის ინსტიტუტი. იგორ ბუკრეევი ამ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ორი წლის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუკრეევი გადაიყვანეს მოსკოვში ახალშექმნილი მიკროხელსაწყოების ინსტიტუტის დირექტორად. იგი ყოველთვის იდგა ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სხეადასხვა ორგანიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურის სათავეში. 1968 წელს გადაიყვანეს ელექტრონული მრეწველობის სამინისტროში მთავარი სამმართველოს უფროსად, შემდეგ პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავდაცვის მრეწველობის განყოფილებაში სექტორის უფროსად. 1984 წელს დაინიშნა ელექტრონული მრეწველობის მინისტრის მოადგილედ. 1986-1991წწ. - გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 1988-1992წწ. იგი იუნესკოს ინფორმატიკის კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. მცირე ხნით დაუბრუნდა სამეცნიერო მუშაობას. 1982 წელს იყო სამეცნიერო-საწარმოო გაგრთიანება "სისტემის" გენერალური დირექტორი და რადიოკომპონენტების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორია. 1987-2000წწ. ქ. მოსკოვის ს. ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა საფრენი აპარატების რადიოელექტრონული სისტემების კათედრას. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 30 გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.247-248

Member of Organizations

  • ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საკავშირო საზოგადოება, პრეზიდენტი (1987-1991)
  • რუსეთის საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2000-2014)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: