The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა გურგენიძე

მაკა გურგენიძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1980  (46 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში, მატერიალური რესურსების მართვისა და საბირჟო საქმის სპეციალობით (ბაკალავრი) 2001 წელს; ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტში (WMU), ბიზნეს ადმინისტრირების მენეჯმენტის სპეციალობით - MBA.

2007-2011წწ. მუშაობდა შპს "ტოიოტა ცენტრ თბილისის" საფინანსო დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად; 2011-2013წწ. მუშაობდა  სსიპ "გუდაურის განვითარების ფონდში" (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) შესყიდვების სამსახურის მთავარ სპეციალისტად; 2011-2013წწ. ამავე ფონდში, საფინანსო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. მის სახელს უკავშირდება ქვეყნის პოზიციონირებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები: ისტორიაში პირველად ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი - "ბაკურიანი 2023" და ისტორიაში პირველად ჩატარებული ფრირაიდის მსოფლიო ტური სვანეთში. 2013-2021წწ. იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" შესყიდვების სამსახურის უფროსი. 2021-2024წწ. დაინიშნა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის ტრასების სააგენტოს"(MTA) დირექტორის კონსულტანტად; 2022-2024წწ. იკავებდა დირექტორის მოადგილის პოზიციას ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში. 2024 წელს იყო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. 2025 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე. მუშაობდა ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებში. მას აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავდა პროცესებისა და ოპერაციების ორგანიზებასა და მათზე კონტროლის უზრუნველყოფას სხვადასხვა ინდუსტრიაში.

წყარო: საქართველოს კულტურის სამინისტრო: culture.gov.ge


გააზიარე: