The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ გაბედავა

ომარ გაბედავა
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1949
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2016  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1971 წელს "ელექტრონული გამომთვლელი მანქანების" სპეციალობით და ინჟინერელეკტრიკოსოს კვალიფიკაციით.

მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი მეცნიერი ავტომატიზაციის ტექნიკური მოწყობილობების სფეროში. 1973 წლიდან მუშაობდა "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრაზე. იყო "მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური უზრუნველყოფის" ლაბორატორიის გამგე, ასისტენტი, დოცენტი და პროფესორი. 1993-2006წწ. შეთავსებით მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალიზებული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. თავის ცხოვრება დაუკავშირა ახალგაზრდობის განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, ავტომატიზებული სისტემების სრულყოფას, ტექნიკისა და ტექნოლოგიების ახალ მეცნიერულ მიღწევებსა და დანერგვის საკითხებს. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. იყო არაერთი წარმატებული დოქტორანტის და მაგისტრანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი. დიდია მისი დამსახურება, როგორც ინჟინრისა და პედაგოგის. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ინფორმატიკაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "მართვის ავტომატიზებული სისტემების" კათედრის ლაბორატორიის გამგე, დისციპლინების "კომპიუტერის არქიტექტურა", "ოპერაციული სისტემები", "სერვერული და მულტიმედიური ტექნოლოგიები" წამყვანი პროფესორი. რვა სახელმძღვანელოსა და 50–ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრის თანამშრომელი 1973 წლიდან, მისი მატერიალური პასუხისმგებლი პირი და საპატიო წევრი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანოდირებული ფირფიტების წარმოებისათვის მანიპულატორების მართვის ავტომატიზებული სისტემა", დაიცვა 1993 წელს. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.249; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: