| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბათუ გურჯიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი. 2009 წელს დაიწყო საქმიანობა საჯარო სექტორში; აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ფინანსური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური ანალიზის სამმართველოებს, მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებში; აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც; 2014-2025წწ. მუშაობდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეკონომიკური დეპარტამენტის უფროად; 2025 წლიდან საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა; 2025 წლის 4 აგვისტოს დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ. წყარო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო: moi.gov.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

