| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურზაყან გეგეშიძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1974წწ. მუშაობდა რუსთავის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ავტომატმრეწვში" ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად, განყოფილების უფროსად; 1974-1976წწ. – ლენინგრადის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "პროექტავტომატიკის" თბილისის ფილიალის მთავარ ინჟინრად; 1976-1998წწ. იყო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1998 წლიდან – საქართველოს სახაზინო საწარმო "სტანდარტის" დირექტორი; ხელმძღვანელობდა მართვის ავტომატიზებული სისტემების დანერგვის სამუშაოებს სსრ კავშირის საწარმოებში, აგრეთვე საზღვარგარეთ; მონაწილეობდა ტრანსირანის მაგისტრალური გაზგაყვანილობის მართვის სისტემების გაშვებაში; იყო საქართველოს საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილეობდა მის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 40 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 10 გამოგონების ავტორი. ცნობილი ქართველი მძლეოსანი. 24 წლის ასაკში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქტიურ სპორტს ჩამოშორდა. ჭაბუკთა შორის იყო საბჭოთა კავშირის რეკორდსმენი და ჩემპიონი მოკლე დისტანციებზე სირბილსა და ბირთვის კვრაში. წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.252 ; სარბენ ბილიკზე ქარივით მქროლავი საქმეში დინჯი და აუჩქარებელი იყო : გახსენება // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 14 ივლისი. - N184(4563). - 9 გვ.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

