| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან გონჯილაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სკოლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში; დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკის და ტელემექანიკის ფაკულტეტი 1964 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კეალიფიკაცია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვაში", 1968 წლიდან – ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ჯერ ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამედიცინო კიბერნეტიკის განყოფილებაში, შემდეგ – ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული მე-4 მთავარი სამმართველოს ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში განყოფილების გამგედ; 1989 წლიდან - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმატიკისა და ჯანდაცვის კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1994 წლიდან გარდაცვალებამდე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალურ ცენტრში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 1973 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1988 წელს - ქ. კიევში სადოქტორო დისერტაცია ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1992 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 100-სე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი სახელმძღვანელოსი. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

