The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლანა მორგოშია

ლანა მორგოშია
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1986  (40 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ბენსონის სახელობის კოლეჯი აშშ-ში, ნებრასკას შტატში (Tech Prep Course(s)/Associate Degree from Metropolitan Community College/Nebraska College of Business) მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) 2003 წელს; თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი) 2007 წელსთბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (მაგისტრატურა) 2009 წელს; 2016 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. 

2019-2021წწ. ევროკავშირის პროექტის "საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" მონაწილე; 2019-2021წწ. მონაწილეობდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივ პროგრამაში "პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის" (PGG II-GE); 2021-2022წწ. წლებში გაიარა შვედეთის ინსტიტუტის ახალგაზრდა პროფესიონალთა აკადემიის სასწავლო პროგრამა "მდგრადი საჯარო მმართველობა"; 2021-2022წწ. მონაწილეობდა ევროპის საბჭოს პროექტში "სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში"; 2023 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მოწვეული ტრენერი; 2021 წლიდან არის საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ევროპის საბჭოს სამართლებრივი თანამშრომლობის კომიტეტში (CDCJ); 2013-2017წწ.  იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მრჩეველი; 2017-2018წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2018-2020წწ. იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2020-2021წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 2021-2024წწ. ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიცია; 2022 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი; 2025 წლის 13 ოქტომბრამდე ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა; 20235 წლის 13 ნოქტომბერს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 

წყარო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: justice.gov.ge


გააზიარე: