The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა ავალიანი

ლაშა ავალიანი
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1987  (38 წლის)
კატეგორია:ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი, ფართო პროფილის ვეტერინარი (მაგისტრი) 2009 წელს; 08.2010-09.2010 წელს გაიარა საერთაშორისო სავეტერინარო ეპიდემიოლოგიური ტრეინინგ კურსი (ფორტ კოლინზი, კოლორადოს შტატი, აშშ) პროექტების მართვის პროფესიონალი (PMP) სერტიფიცირებული პროექტების მართვის ინსტიტუტის მიერ (PMP ნომერი: 3201027)07.2011–06.2013წწ. (SC-FELTP) სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ტრეინინგ კურსი (III კოხორტა); 14.09.2013–28.09.2013 წელს USDA, APHIS ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებების (ITAD 2013) საერთაშორისო ტრეინინგ კურსი (პლამ აირლენდი, აშშ). 

04.2010–06.2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარიის დეპარტამენტის სპეციალისტი; 06.2010-01.2011წწ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი; 01.2011-04.2011 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა რეგისტრაციის და იდენტიფიკაციის სამმართველოს უფროსი; 04.2011-09.2015წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 09.2015-10.2015 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 10.2015-03.2019წწ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი; 09.2018–09.2025წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 04.2019–09.2025წწ. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) დაფინანსებული პროექტი "ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში" პროექტის უფროსის მოადგილე; 09.2025 წელს – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინიტრის მოადგილე; 06.2024-08.2025წწ. გავლილი აქვს Land O’Lakes Venture37 მენეჯმენტის ჩართულობის და განვითარების (LEAD) პროგრამა; საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პედაგოგი. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (2014). პარაზიტოლოგი. 

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: mepa.gov.ge


გააზიარე: