| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ აკინფიევი![]()
Biographyდაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1906 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად. 1922 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე, პარალელურად მუშაობდა გიმნაზიაშიც, ხოლო 1924 წელს უნივერსიტეტში გადავიდა. თავდაპირველად ასისტენტის მოვალეობას ასრულებდა, ერთი წლის შემდეგ დაიწყო ლექციების კითხვა თეორიულ ფიზიკაში. 1927 წლიდან იგი აირჩიეს კათედრის დოცენტად. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, მონაწილეობდა კათედრის სამეცნიერო მუშაობაშიც. 1930 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ქართველ ფიზიკოსთა პირველი კადრების აღზრდისა და ჩამოყალიბების საქმეს. 1932 წელს სტენოგრაფიული წესით რუსულ ენაზე გამოიცა მისი "ლექციების კურსი ოპტიკაში". 1933 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ინსტიტუტში. 1934 წელს გამოიცა მის მიერ შედგენილი ფიზიკის პროგრამები. მათი შედგენისას მან ისარგებლა ა. იოფეს, ჯ. პოლის, ე. გრიმზელის, ა. ეიხენვალდისა და სხვა ცნობილ ფიზიკოსთა სახელმძღვანელოებით. ბოლო ხანებში მისი მეცნიერული კვლევის საგანს წარმოადგენდა სითხის ფიზიკურ თვისებათა განმსაზღვრელ მუდმივებსა და შინაგან წნევას შორის არსებული კავშირი. წყარო: საქართველოს ფიზიკოსები/ შემდგ.: ვ. პარკაძე. -თბ., 1982.-გვ.31-34
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

