The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი გრიგორაშვილი

Date of birth:1924
Date of death:2010  (at 86 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაამთავრა საქართველოს პილიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი 1951 წელს.

1950-1957წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამსახურში ტექნიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1957 წლიდან – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტში წამყვანი ინჟინერი, განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაწილში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2008 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996 წელს დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. მისი სამეცნიერო თემატიკის ძირითადი მიმართულება იყო რეალურ დროში რთული დინამიკური ობიექტებისათვის, მათ შორის საფრენი აპარატებისათვის ციფრული სამართი სისტემების დამუშავება და შექმნა. 1958-1961წწ. მისი პროექტითა და უშუალო ხელმძღვანელობით, ინსტიტუტში აიგო ციფრული გამომთვლელი მანქანა "დელისი", რომელიც პირველი იყო საქართველოში და მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევებისთვის. 1970-1974წწ. მისი ხელმძღვანელობით, აკადემიკოს ს. ილიუშინის თვითმფრინავთმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროსთან ერთად, დამუშავდა და შეიქმნა პირველი ანალოგურ-ციფრული გამომთვლელი კომპლექსი თვითმფრინავის ტრენაჟორის სტენდის სისტემაში სამუშაოდ. 1975-1978წწ. აკადემიკოს ანტონოვის თვითმფრინავთმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროსათვის მისი პროექტით შეიქმნა სპეციალიზებული ცგმ "ТАБЛИЦА", რომელიც გამოიყენებოდა ასაგები თვითმფრინავის აეროდინამიკური მახასიათებლების გაანგარიშებისთვის. ბოლო წლებში იგი ინტენსიურად მუშაობდა კომპიუტერით რთული დინამიკური ობიექტების მოდელირების საკითხებზე. მის მიერ შესრულებული სამუშაოები შეფასდა, როგორც ინოვაციური და მაღალი დონის სამუშაო. აქვეყნებდა სამეცნიერო სტატიებს.

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.256-257

Awards and Honors

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: