| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ მიქელაძე![]()
Biographyუმაღლესი სწავლის დამთავრებისთანავე მსახურობდა ჯერ თბილისის პირველ გიმნაზიაში, შემდეგ რეალურ სასწავლებელში. მსოფლიო ისტორიისა და მწერლობის კარგი მცოდნე, სტუდენტობის დროიდანვე თანამშრომლობდა რუსულ და ქართულ პერიოდულ გამოცემებში: "Новороссийский телеграф" (წერილები "Письма из Германии"), "Голос","Обзор", "Тифлисский Вестник", "Кавказ" (დავით ერისთვის დროს, 1882-1884 წწ.), "დროება", "ივერია", "Новое обозрение" და სხვ. წერდა ლექსებს ("ივერია", 1880, № 2; 1881, № 6; 1886, № 157 და სხვ.), წერილებს ("ჩვენს ლიტერატურაზე", წერილი "ნიკო ბარათაშვილი", "დროება", 1881, № 39; "საუბარი ლიტერატურაზე", "რომანი დიდ-ხევაში" ეკ. გაბაშვილისა", "დროება", 1881, № 45, 46; "წერილი ქუთაისის თავადა-ზნაურებისადმი", "დროება", 1881, № 87). "ივერიაში" აქვეყნებდა ფელეტონებს "დავიწყებული მწერლის" ფსევდონიმით, გაზეთში "Новое обозрение" სათაურით "На досуге", ფსევდონიმით "Ветеран". სხვათა შორის, მოითხოვდა ოსმალთაგან ჩამორთმეული ჩვენი წინაპრების მიწა-წყალზე, ოსმალეთის საზღვარზე, იმერეთის უმამულო თავად-აზნაურობის დასახლებას ქართველი მოსახლეობის გასაძლიერებლად. სამეურნეო ბანკის დაარსებისთანავე მის დირექტორად აირჩიეს, შემდეგ გამგეობის თავმჯდომარედ, იყო თბილისის საბჭოს ხმოსანიც. 1890 წლიდან მონაწილეობდა ყველა საზოგადო საქმეში, ხშირად ყოფილა უმაღლესი მთავრობის წინაშე წარმომადგენლად საზოგადო-სახელმწიფოებრივ საკითხებზე. 1905 წელს თბილისის საბჭოს მიერ არჩეულ იქნა იმ დეპუტაციის ერთ-ერთ წევრად, რომელმაც პეტერბურგში უმაღლესი მთავრობის წინაშე იშუამდგომლა, რომ ამიერკავკასიასაც ჰქონოდა ის უფლებები, რითაც 17 ოქტომბრის მანიფესტის ძალით, რუსეთი სარგებლობდა. 1906 წელს აირჩიეს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წარმომადგენლად სახელმწიფო საბჭოს წევრის ამოსარჩევად. ვლადიმერ მიქელაძემ ხელი შეუწყო ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო საბჭოს წევრად მეორედ არჩევასაც, ილია ჭავჭავაძის მოკვლის შემდეგ აირჩიეს ანდრია ერისთავი. ვლადიმერ მიქელაძე ცნობილი იყო, როგორც საბანკო საქმის კარგი მცოდნე. პეტერბურგში მოწვეულ საბანკო მოღვაწეთა კრებაზე იგი არჩეულ იქნა "რუსეთის ყველა საურთიერთო კრედიტის საზოგადოებათა" ცენტრალური ბანკის გამგეობის წევრად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.354-357; ვლადიმერ მიქელაძის ღვაწლი და ამაგი / ალექსანდრე სიგუა // ისტორიული მემკვიდრეობას : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი.-თბილისი,2016.-ივნისი.-N6 (69).-გვ.10-14 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

