The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხადური

გიორგი ხადური
დაბადების თარიღი:29 ნოემბერი, 1974  (51 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2004 წელს.
1996-2002წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2002-2013წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ს.ს.ი.პ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, სხვადასხვა თანამდებობებზე; 2013-2014წწ. გახდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსი; 17.04.2014-12.01.2015წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე; 12.01.2015 წელს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ. სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური: ssps.gov.ge


გააზიარე: