The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაგო ქავთარაძე

იაგო ქავთარაძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1963
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1992  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი.

მუშაობდა მეურნეობაში, მშენებელთა ბრიგადაში. 1982 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს  გორში (იყო ტანკისტი). 1985 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით. სტუდენტობის წლებში იგი აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობის შრომითი ბრიგადების საქმიანობაში, ასევე მუშაობდა თბილისის მეტროპოლიტენის სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა სამსახურში. 1992 წლიდან თბილისის ოფიცერთა და ზემდეგთა მოსამზადებელი კურსების ასეულის ზემდეგი გახდა  და თავის თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა აფხაზეთში მიმდინარე საომარ კონფლიქტში. დაიღუპა 1992 წლის 3 ნოემბერს სოფელ შრომასთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.410-411

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: