The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხარლამპი მკურნალი

ხარლამპი მკურნალი
სხვა სახელი:ხარლამპი კორნარო
ხარლამპი კორნარო-მკურნალი
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
დაკრძალვის ადგილი:სოფელი საჯავახო, სამტრედიის რაიონი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

ხარლამპი კორნარო (მკურნალი) საბერძნეთიდან დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ჩამოვიდა, როგორც ზოგიერთი საბუთიდან და წიგნებზე გაკეთებული წარწერებიდან ირკვევა, ხარლამპის გვარი ყოფილა კურნაროზი. ხარლამპის და მის შვილებს დასავლეთ საქართველოში უწოდებდნენ "ბერძნებს". უკანასკნელ ხანებში, მე-20 საუკუნის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ხარლამპის გვარი ყოფილა კორნარო. ამას ადასტურებს საბერძნეთიდან ჩამოსული ხარლამპის უახლოესი ნათესავი, ინჟინერი გიორგი ივანეს ძე კორნარო, რომელიც მსახურობდა 1910-1915 წლებში ჭიათურაში, შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოებაში. მიუხედავად ამისა, ხარლამპის დაუმკვიდრდა გვარად "მკურნალი", რადგანაც იგი პროფესიით ექიმი იყო. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ საქართველოში. არც ოჯახში და არც სხვა რაიმე დაწესებულებაში არ არსებობს რაიმე საბუთი იმისა, თუ რა იყო ხარლამპი მკურნალის საბერძნეთიდან დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი, მხოლოდ უახლოესი ნათესავების საშუალებით გადმოცემული ცნობებიდან ჩანს, რომ ხარლამპი მკურნალი, სტამბულში გავლენიანი პიროვნება და ექიმი ყოფილა, ლიბერალური აზროვნების და შეხედულებების მქონე პიროვნება, რის გამოც იდევნებოდა და რასაც შედეგად მოჰყვა ხარლამპის მიერ საბერძნეთის დატოვება (ცოლ-შვილი იქ დატოვა) და მისი ქონების კონფისკაცია სტამბულში. ხარლამპი მკურნალი დასავლეთ საქართველოში ჩამოვიდა როგორც განათლებულ ექიმი და და ევროპელი მოქალაქე, სწორედ იმ დროს, როცა საქართველოში ცარიზმი სუფევდა და განათლებული ადამიანები არც თუ ისე ბევრი იყო. ხარლამპი ხალხს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას უწევდა, განსაკუთრებით სამეანო მიმართულებით, მაგრამ ადგილობრივი საზოგადოება მის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ექიმის წოდების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სახელმწიფო დიპლომი, ამიტომ ცდილობდნენ მის ჩამოქვეითებას ფერშლის წოდებამდე. ხარლამპი მკურნალი ცხოვრობდა ოზურგეთში, ცოლად ჰყავდა ფაღავას ქალი (ნაფიცი ვექილის, მექი ფაღავას მამიდა), რომელთანაც შვილები არ ჰყოლია. ხარლამპი მკურნალის პიროვნული დადებითი თვისებები, ხალხის სიმპათია და სიყვარული "ვინღაც უცხო კაცისადმი", ლიბერალობა და პოპულარობა არ მოსწონდა მაშინდელი თავად-აზნაურობის ზოგიერთ წარმომადგენელს და ეს გარემოება იყო ხარლამპის მიმართ ინტრიგისა და დევნის საფუძველი. იგი მოწამლეს ანდრია ერისთავის მამის, მიხეილის ინიციატივით. თეოხარ კორნარო-მკურნალის მამა, კონსტანტინე (კოწია) მკურნალის ბაბუა და რომან მკურნალის წინაპარი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.364-365


გააზიარე: