| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ქარელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტყვიავი, გორის რაიონი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის № 108-ე საამშენებლო ტექნიკური სასწავლებელი, 1979 წელს ხიდისთავის 106-ე ტექნიკური სასწავლებელი, 1984 წელს საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით. 1984-1988 წლებში მუშაობდა გორის №3 სამშენებლო ტრესტში მშენებელ-ინჟინრად, 1990-1991 წლებში მუშაობდა სოფელ ტყვიავში მთავარ ინჟინერ-მშენებლად. აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში, 1991 წლის 8 მაისს კობა ქარელი აირჩიეს ტყვიავის თემის საკრებულოს გამგებლად. დაიღუპა 1992 წლის 12 მაისს ცხინვალის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.419-421
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

