| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამია მამულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქვედა თხილავანა, ხულოს რაიონი. დაამთავრა ბათუმის სამედიცინო სასწავლებელი 1956 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ხიხაძირის საუბნო საავადმყოფოს ექთანად; 1957–1960 წლებში მსახურობდა სამხედრო არმიის რიგებში; დემობილიზაციის შემდეგ, 1960 წელს, მუშაობა დაიწყო თხილვანის საფერშლო-სამშობიარო პუნქტის გამგედ, სადაც მუშაობდა 1996 წლამდე, პენსიაზე გასვლამდე; სოფლის პირობებში იგი ზოგჯერ ექიმის მოვალეობასაც ასრულებდა - მოსახლეობა მას "მამია ექიმსაც" ეძახდა. დაჯილდოებული იყო არაერთი საპატიო სიგელითა და ფასიანი საჩუქრით. არჩეული იყო ხიხაძის სასოფლო საბჭოს დეპუტატად.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

