The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ სალუქვაძე

დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1954-1959წწ. მუშაობდა რაიონული გაზეთ "ლენინის დროშის" რედაქციაში ლიტმუშაკად, სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1959-1961წწ. საქტელერადიოკომიტეტის საკუთარ კორესპონდენტად; 1961-1965წწ. გაზეთ "ზარია ვოსტოკას" საკუთარ კორესპონდენტად; 1965-1970წწ. იყო ანასეულის ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის გამომცემლობის გამგე და სამეცნიერო შრომების კრებულის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1974-1978წწ. ყაზბეგის რაიონული გაზეთ "დარიალის" რედაქტორი; 1986-2006წწ. იყო ოზურგეთის რაიონული გაზეთის რედაქტორი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.238


გააზიარე: