The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა დანელია

ვაჟა დანელია
Date of birth:29 April, 1952  (74 years)
Category:Lawyer, Scientist, Writer, Educator, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნოსირი, სენაკის რაიონი.

დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1977 წელს; ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს; თსუ-ში ჟურნალისტიკის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები 1982 წელს; ეკოლოგიურ-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურა (მასობრივი კომუნიკაცია) 2020 წელს.

ჟურნალისტური საქმიანობა:

1970-1974წწ. თანამშრომლობდა სენაკის რაიონულ გაზეთ "კოლხეთში"; 1973–1985წწ. - გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტსა" და "მოლოდიოჟ გრუზიაში"; 1976 წლიდან - გაზეთ "ლელოში"; 1995-1996წწ. - იყო ჟურნალ "საქართველოს ტელეკომუნიკაციის" პასუხისმგებელი რედაქტორი; 1996-1997წწ. - გაზეთ "დილის გაზეთის" სპორტის განყოფილების რედაქტორი; 1997 წლიდან  - გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" კორესპონდენტი; 2008 წლიდან - გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი; 2015-2017წწ. - ჟურნალ "საჭადრაკო სამყაროს" რედაქტორი.

პედაგოგიური მოღვაწოება:

1980-2024წწ. მუშაობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში (ამჟამად - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ქართული ენისა და ენის სწავლების მეთოდიკის მიმართულებაით, აკადემიური წერა; 1998-2006წწ. გარდაბანში აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს ასწავლიდა ქართული ენას; 2003-2004წწ. - საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით არაქართველთათვის მიჰყავდა ქართული ენის სწავლების ტელეკურსი; 2001 წელს ჯავახეთის რეგიონის სომხური მოსახლეობისთვის ეწეოდა ქართული ენის სწავლებას; 2009-2010წწ. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში ქართული ენა-ლიტერატურის სწავლებას; 2019 წლიდან - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მიწვეული სპეციალისტი სპორტის ჟურნალისტიკასა და აკადემიურ წერაში; 2021 წელს - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო  უნივერსიტეტ  "ალტერბრიჯის" პროფესორი; 2025 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

1982-2025წწ. - გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი; მონაწილეობდა 24 სამეცნიერო კონფერენციაში; 2002 წლიდან - გამოქვეყნებული აქვს 23 წიგნი, მათ შორის - 15 წიგნი სპორტის თემაზე; სამეცნიერო ნაშრომების 2 კრებული - "სპორტის ჟურნალისტიკის საკითხები", "სასპორტო ტერმინები სიტყვის კონასა და სახელსახებაში"; ლექსების 2 კრებული, ლექსებისა და მოთხრობების კრებული "გევედრები, უფალო"!  მოთხრობების, ნოველებისა და ესეების 2 კრებული, ასევე, წიგნი "სენაკის საპატიო მოქალაქეები"; 2002 წელს საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა (სეოკ) წლის საუკეთესო სპორტის ჟურნალისტად დაასახელა; 2004 წელს მივლინებული იყო ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ჟურნალისტად; 2005-2007წწ. - სამი წიგნი სეოკ-ის კონკურსების გამარჯვებულია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის კონკურსის გამარჯვებული (2006); პროფესორ ა. ციბაძის სახელობის სამეცნიერო, სამეცნიერო-მეთოდურ და ლიტერატურულ-პუბლიცისტურ კონკურსის გამარჯვებული (2006); 2021 წლის 15 მაისს მიღებული აქვს ბერლინის მესამე საერთაშორისო ფესტივალ "გაზაფხულის ზმანების" დიპლომი ლიტერატურულ ნომინაციაში ნოველისთვის "დედა"; 2022 წელს - ოლიმპიზმის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. არის საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების მონაწილე. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. რედაქტორია და რეცენზენტია სამეცნიერო ნაშრომების. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (2020).

Member of Organizations

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2022-)

Awards and Honors

  • 2018 - სენაკის საპატიო მოქალაქე
  • 2017 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე
  • 2015 - ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემია
  • 2014 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
  • 2013 - სერგეი მესხის სახელობის პრემია
  • 2002 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: