| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დიხაშხო, ვანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაქიმიის ფაკულტეტი 1935 წელს; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1940 წელს. 1936-1942წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ჰიგიენის კათედრის ლაბორანტად; 1942-1952წწ. ასისტენტად; იმავდროულად 1941-1947წწ. იყო სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად; 1949-1952წწ. ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-ეპიდსამსახურის მთავარ ექიმად; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ჰიგიენის კათედრის დოცენტი. იმავდროულად 1962-1964წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კომუნალური ჰიგიენის კურსს, ზოგადი ჰიგიენის კათედრის დოცენტი, კათედრის პროფესორი (1964-1975); 1975-1986წწ. ამავე ინსტიტუტის კომუნალური ჰიგიენისა და რადიაციული ჰიგიენის კათედრის გამგე, 1986-1989წწ. კათედრის კონსულტანტი. მრავალ შრომათა შორის ჰქონდა 4 მონოგრაფია, ასევე სახელმძღვანელოები კომუნალურ (1974, 1980) და ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენაში (1982). ექიმი ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.626-627 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

