The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გულუაშვილი

ამირან გულუაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს; 2010 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი.

2011-2012წწ. იყო ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი; 2012 წ. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორი; 2012-2013წწ. ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი; 2013–2015წწ. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი; 2015 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორი; 2015-2018წწ. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის  სამმართველოს უფროსი პროკურორი; 2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2018–2022წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი; 2022–2025წწ. საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი. 2025 წლის 31 იანვარს დაინიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ.                                          
წყარო: საქართველოს პროკურატურა: pog.gov.ge


გააზიარე: