| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1925 წელს. 1955-1964წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი, ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორი; იმავდროულად იყო რესპუბლიკის მთავარი ნევროპათოლოგი; მან შეიმუშავა ტუბერკულოზური მენინგიტის დროს თავისა და ზურგის ტვინის სითხეში გლობულინების აღმოჩენის რეაქცია, რაც მეცნიერებაში მისი სახელით დამკვიდრდა. დაწერილი აქვს ნევროპათოლოგიაში სახელმძღვანელოები ("ვეგეტატიური ნერვული სისტემის სიმპტომატოლოგია" 1941; "ნევროპათოლოგია", 1957). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1955). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.644-645 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

