The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზვიად ბაქრაძე

ზვიად ბაქრაძე
დაბადების თარიღი:25 ნოემბერი, 1970  (55 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1995 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს.

1995-2002წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსად, საგარეო და ეროვნებათშორისი ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, საორგანიზაციო-რეგიონალურ სამმართველოში ქვემო ქართლის კოორდინატორად; 2002 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების დირექტორია; 2002-2003წწ. საქართველოს სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მთავარი სამმართველოს პროდუქციის ხარისხის ზესახელმწიფო კონტროლის თბილისის სამსახურის სარეგისტრაციო სერთიფიკატების კონტროლის განყოფილების უფროსი; 2004 წლიდან ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დირექტორი. გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სახელმწიფო ახალგაზრდულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირთათვის: გერმანიაში (1995), ესპანეთში (1996), პორტუგალიაში (1996), საქართველოში (1997).

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.73-74

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოებრივი ანტიკორუფციული ინსპექციის კავშირი, დამფუძნებელი, თავმჯდომარის მოადგილე (2003-2004)

გააზიარე: