| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ნიკოლეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ინგლისური ენის ფაკულტეტი 2003 წელს; 2000 წელს კვალიფიკაცია გაიარა ამერიკის შეერთებული შტატებში, მისურის შტატის ქალაქ კოლუმბიის ინგლისური ენის ინსტიტუტში; 2003 წლის იანვარ-მარტში მისური-კოლუმბიის უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოისმინა ლექციების კურსი პოლიტოლოგიაში. 2007-2009წწ. იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მეცნიერ-კონსულტანტი, რომლის დროსაც მისი ხელმძღვანელობით მოეწყო სტუდენტთა რამდენიმე სამეცნიერო კონფერენცია; 2008-2009წწ. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან არის ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის საქართველოს ისტორიის სექციის ხელმძღვანელი; სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილე სტუდენტთა მეცნიერ-ხელმძღვანელი; 2006–2014წწ. იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლის 1 აგვისტოდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; არის საჯარო დიპლომატიისა და საერთაშორისო სწავლების ამერიკული ჟურნალის მთავარი რედაქტორი; ცენტრალური აზიის სოციალურ მეცნიერებათა და ისტორიის ჟურნალის რედკოლეგიის წევრი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ "მოამბე" პასუხისმგებელი მდივანი, რედკოლეგიის წევრი; პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი "ხანძთა" რედკოლეგიის წევრი; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მონაწილეა მრავალი სიმპოზიუმისა და კონფერენციის; 2012-2013წწ. სასწავლო წლიდან არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტის საქართველოს ისტორიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის მეცნიერ-ხელმძღვანელი; 2014 წლიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; 2019-2022წწ. იყო ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "სერგეი მესხის ეროვნული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონცეფცია", დაიცვა 2005 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

