| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ბუგიანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქალაქი ონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941-1944წწ. მოლიბდენის წარმოების (სოფელი ღები) გონის საავადმყოფოს გამგე; 1944-1955წწ. წითელწყაროს რაიონის სოფელ ქვემო ქედის საავადმყოფოს გამგე; 1955-1962წწ. ონის რაიონული საავადმყოფოს ქირურგ-ორდინატორი, პოლიკნინიკის ქირურგი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი; 1962-1980წწ. ონის რაიონის მთავარი ექიმი; 1980-1986წწ. პოლიკნინიკის ქირურგიული განყოფილების გამგე; მინიჭებული ჰქონდა პირველი კატეგორიის ქირურგის წოდება; მან შექმნა ონში მაღალკვალიფიციურ ექიმთა კოლექტივი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებული იყო მთავრობის არაერთი ორდენითა და მედლით, რომელთა შორისაა საკავშირო ჯანდაცვის ფრიადოსნის მედალი. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.76
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

