| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ნემსაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს. წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1944-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე; შეისწავლიდა კორაზოლისა და კორდიამინის მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს, იაპონური სოფორას სამკურნალო თვისებებს და სხვა. ავტორია სახელმძღვანელოსი "ბავშვთა ინფექციური სნეულებანი" (1962). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1946). ექიმი-ინფექციონისტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები იაპონური სოფორას ფარმაკოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1938 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კორაზოლისა და კარდიამინის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს", დაიცვა 1941 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.666-667 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

