The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რუსუდან მილიუტინი

რუსუდან მილიუტინი
Date of birth:17 January, 1950  (76 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია.

დაამთავრა თბილისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილება 1969 წელს; თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი საკონცერტო შემსრულებლის, მასწავლებლისა და კონცერტმაისტერის კვალიფიკაციით 1974 წელს.

1964 წლიდან სამუსიკო სასწავლებლის პირველკურსელი სამუსიკო სკოლის პედაგოგია. 1971-2000წწ. ამავე სკოლის საფორტეპიანო განყოფილების გამგედ მუშაობდა, შემდეგ ექვსი წელიწადი დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში; 2006 წლის ნოემბრიდან სკოლის დირექტორად დაინიშნა; 2018 წლის აპრილიდან სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის კოორდინატორია. ის არის მრავალი სასკოლო და რესპუბლიკური მეთოდური პროექტის ავტორი და შემსრულებელი, თეორიულად და პრაქტიკულად ილუსტრაციებით აქვს შესრულებული მეთოდური ნაშრომები, მუშაობს სხვადასხვა მუსიკალურ ფორმაზე; აქტიურად უწევდა პოპულარუზაციას ქართველ კომპოზიტორთა საფორტეპიანო ნაწარმოებებს; 1977 წელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სენაკის მუნიციპალიტეტისვის, სამუსიკო ხელოვნების განვითარებისა და  ესთეტიკური აღზრდის საქმეში გაწეული დიდი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს კულტურის მინისტრის მადლობა, კულტურის სამინისტროსა და სენაკის კულტურის სამსახურის დიპლომები, საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა და მადლობა. როგორც პიანისტი შემსრულებელი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებაში, სამუსიკო სკოლებისა და სასაწავლებლების საგუნდო კოლექტივების დათვალიერებაში, როგორც კონცერტმაისტერი; იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მხატვრული თვითმოქმედების ოლიმპიადებზე ჟიურის წევრი და თავმჯდომარე, კლასიკური მუსიკალური ხელოვნების რეგიონული (ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში, თბილისში) ფესტივალებისა და კონკურსების ჟიურის წევრი; პიანისტ ვალერიან შიუკაშვილთან ერთად "სენაკის ხელოვნების ფესტივალის" დაფუძნების ინიციატორი და ჟიურის უცვლელი წევრი; 1980 წელს სამუსიკო სკოლებისა და სასწავლებლების პიანისტ მასწავლებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებისთვის გადაეცა დიპლომი და ლაურეატის წოდება მიენიჭა. დაჯილდოებულია მოწინავე ახალგაზრდა მასწავლებლის მოწმობითა და სამკერდე ნიშნით, რამდენიმეჯერ მიღებული აქვს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება; 1991 წელს არჩეული იყო სენაკის საკრებულოს დეპუტადად; 1995 წელს მან პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართა; 1996 წლიდან უმაღლესი კატეგორიის პედაგოგია; 2003-2004წწ. სენაკის სამუსიკო ფესტივალში მოწვეულ სტუმრებთან მონანილეობდა კონცერტში, სადაც შესრულდა ნაწყვეტები მსოფლიოს საოპერო ხელოვნების შედევრებიდან. 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.242-244

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Share: