| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ქორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1935 წელს. მუშაობა დაიწყო იმავე ინსტიტუტის მეანო-გინეკოლოგიის კათედრის კლინიკურ ორდინატორად; 1938-1940წწ. იყო დედისა და ბავშვთა დაცვის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; დიდი სამამულო ომის დროს ქირურგიის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი; 1952-1965წწ. დედისა და ბავშვთა დაცვის რესპუბლიკური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1965-1975წწ. ამავე ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1936 წლიდან კითხულობდა სამეანო-გინეკოლოგიურ კურსს თბილისის სამეანო ტექნიკუმში; კვლევით ინსტიტუტში უძღვებოდა სტუდენტების, კლინიკური ორდინატორების, რაიონებიდან მოვლინებული ექიმების, ასპირანტების დახელოვნების საქმეს. მრავალი სამეცნიერო ნაშრომიდან დაბეჭდილი ჰქონდა 81, რომელთაგან 10 მონოგრაფია და სახელმძღვანელოა. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნირებათა კანდიდატი (1948), მედიცინის მეცნირებათა დოქტორი (1959). პროფესორი (1962). წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.708-709 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

