| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნაომი ბოჭორიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იწა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამთო მანქანებისა და მაღაროს ტრანსპორტის სპეციალობით 1969 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1972 წელს. 1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო მანქანებისა და მაღაროს ტრანსპორტის კათედრაზე ჯერ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს ინჟინრად, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის გამგედ; 1978 წელს სამუშაოდ გადავიდა შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრაზე ასისტენტის თანამდებობაზე; 1985-1992წწ. დაიკავა დოცენტის თანამდებობა; 1992 წელს აირჩიეს შრომის დაცვისა და მაღაროს აეროლოგიის კათედრის გამგედ; 1993 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; ის სისტემატიურად მონაწილეობდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში; დანერგილი აქვს ოთხი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო საქართველოს მოსაპირკეთებელი მასალების კარიერებზე, აგრეთვე მის მიერ დანერგილია ოთხი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაო, მათ შორის ორი პნევმოკონტეინერულ ტრანსპორტზე; არის საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში შესრულებული და წარმოებაში დანერგილი მაღალეფექტური სამეცნიერო ნამუშევრების პირველი პრემის ლაურიატი. 100 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 4 ბროშურის, 4 სახელმძღვანელოს ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (დაიცვა 1984 წელს ქ. მოსკოვში, სამთო ინსტიტუტში), პროფესორი (1993). წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.84 ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

