The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცისანა ბურდილაძე

ცისანა ბურდილაძე
დაბადების თარიღი:9 ნოემბერი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1965 წელს; საშუალო სკოლაში სწავლის პარალელურად მიიღო მუსიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

1965 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1965-1976წწ. მუშაობდა თბილისის 124-ე საშუალო სკოლასთან არსებულ სამუსიკო სტუდიაში ფორტოპიანოს მასწავლებლად; 1976-2004წწ. მუშაობდა ჯერ საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროში მეთოდისტად, ხოლო შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მთავარ სპეციალისტად. 1995 წლიდან შეთავსებით მუშაობდა თბილისის 125-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად, ხოლო 2006 წლიდან ამ სკოლის დირექტორია. ავტორია რამდენიმე ინგლისური ენის სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოსი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.91

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: