| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გალინა გავაშელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქლუხორი, კრასნოდარის ოლქი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1972 წელს; საქართველოს უცხო ენეთა პედაგოგიური ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით 1979 წელს. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლის პარალელურად სტაჟიორად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1972 წელს გადავიდა საქართველოს აკადემიურ ქართული ცეკვის ანსამბლში ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის ხელმძღვანელობით და გასტროლებით შემოიარა საფრანგეთი, გერმანია, იუგოსლავია, აშშ, ბელგია, ესპანეთი, იტალია და ა. შ.; 1978-1983წწ. ცეკვავდა ანსამლ "რუსთავში", რომელსაც იმ დროს ანზორ ერქომაიშვილი და რევაზ ჭოხონელიძე ხელმძღვანელობდნენ; 1983 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორ ანსამბლ "თბილისში". წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.103
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

