The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა გეგენავა

ლამარა გეგენავა
დაბადების თარიღი:1932  (94 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1955 წელს.

1955 წელს მუშაობა დაიწყო ცხაკაიას პირველ საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 14-წლიანი ნაყოფიერი საქმიანობის შემდეგ ცხაკაიას მე-7 საშუალო სკოლაში გადაიყვანეს ისტორიის მასწავლებლად; 1971-1979წწ. ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე იყო სასწავლო-სააღმზრდელო დარგში; 1995 წლიდან მე-7 საშუალო სკოლის დირექტორია; მისი შრომითი ბიოგრაფია 64 წელს ითვლის; 1978-1987წწ. და 1990 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრომ უფროსი მასწავლებლისა და ორჯერ მასწავლებელ-მეთოდისტის წოდებები მიანიჭა; 1997 წელს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება მიიღო; 1987 წელს საქართველოს მასწავლებელთა VI ყრილობის დელეგატად აირჩიეს; მის მიერ დამუშავებული თემები რამდენჯერმე განზოგადდა რესპუბლიკურ და საკავშირო მეთოდურ ჟურნალებში, არაერთხელ იყო რესპუბლიკური და საკავშირო პედაგოგიური კითხვის მონაწილე და გამარჯვებული; მან პირველმა დანერგა ექსკურსიისას გასვლითი მეცადინეობები – გაკვეთილები ღია ცის ქვეშ, რის გამოც საისტორიო საზოგადოების პრეზიდიუმის მადლობა დაიმსახურა. არჩეული იყო საქართველოს ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის, ასევე, მასწავლებელთა დახელოვნების ზუგდიდის ინსტიტუტის მეთოდური საბჭოს წევრად; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა მასწავლებელთა რაიონულ მეთოდურ გაერთიანებას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დამწყები პედაგოგების საქმიანობას.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.253-254

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - საქართველოს დამსახურებული პედაგოგი
  • 1973 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: