The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნორა გადელია

ნორა გადელია
დაბადების თარიღი:9 მარტი, 1938  (88 წლის)
კატეგორია:პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

მუშაობა დაიწყო ქობულეთის რაიონში; 1962 წლის პირველ სექტემბერს სენაკის მე-5 საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა, შემდეგ ამავე სკოლაში 1974 წლამდე დირექტორის მოადგილე იყო; 1979 წელს  მუშაობა დაიწყო ქალაქ ცხაკაიას მე-2 საშუალო სკოლაში; 1981 წლამდე იყო სკოლის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე მუშაობის დარგში; 2010 წლამდე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, პარალელურად კერძო სკოლა "ალბიონშიც" მუშაობდა; 1984 წელს გახდა უფროსი მასწავლებელი; 1989 წელს კი საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით "მასწავლებელ-მეთოდისტის" წოდება მიენიჭა. 1965 წელს რაიონული საბჭოს, I967-1969წწ. იყო საქალაქო საბჭოს დეპუტატი. განათლების სისტემაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დარგობრივი პროფკავშირის მიერ დაჯილდოებულია სიგელებით.

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.255

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - სამკერდე ნიშანი "სახალხო განათლების წარჩინებული"
    ნაყოფიერი მუშაობისთვის
  • სენაკის საპატიო მოქალაქე
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: