The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ გიორგობიანი

თეიმურაზ გიორგობიანი
Date of birth:2 March, 1938  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1963 წელს; მოსკოვის ფოლადისა და შენადნობების ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს.

1963-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მეაირის თანაშემწედ, ინჟინრად და უფროს ინჟინრად; 1969 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: უმცროს მეცნიერ მუშაკად, სტუდენტთა საკონსტრუქტორო საკვლევი ბიუროს უფროსად, დოცენტად, სამეცნიერო ნაწილში ჯერ საწარმოო სექტორის, ხოლო შემდგომ განყოფილების უფროსად, წამყვან მეცნიერ მუშაკად; 2006 წლიდან საქართველო-კანადის პროექტ G-1255-ის წამყვანი მეცნიერ-მუშაკია. 1990 წელს მონაწილეობდა ბომბეის მანქანათმშენებლობის საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც გამოვიდა ორი მოხსენებით.  მიღებული აქვს 13 საავტორო მოწმობა. მინიჭებული აქვს დამსახურებული რაციონალიზატორის წოდება. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ერთ-ერთი საავტორო წინადადების დანერგვით წლიურმა ეკონომიამ მილიონ მანეთზე მეტი მოგება მისცა საწარმოს. არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.

წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.110


Share: