| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუნუ გურჩიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ ზუგდიდი. 1962-1964წწ. იყო სახალხო თეატრის მსახიობი. 1964 წელს მისაღები გამოცდები ჩააბარა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის თეატრალურ განყოფილებაზე, რომლის სრული კურსის დამთავრების შემდეგ სადიპლომო პიესის დასადგმელად ჩხოროწყუს კულტურის სახლში გაანაწილეს. 1967-1971წწ. მუშაობდა სამხატვრო ხელმძღვანელად, პარალელურად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში დრამატულ წრეს ხელმძღვანელობდა. 1971 ნელს მისაღები გამოცდები ჩააბარა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განთლებისა და მეთოდიკის ფაკულტეტზე. 1974-1979წწ. სენაკის 1 საშუალო სკოლის უფროს პიონერხელმძღვანელად იმუშავა. 1979 წლიდან ჟ. შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის დანყებითი კლასების მასწავლებელია. 1983-1987წწ. ცხაკაიას (სენაკი) მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი იყო; 1982 წელს სახალხო განათლების წარჩინებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა და მედლით დაჯილდოვდა. 2015 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. წლების განმავლობაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია სიგელებითა და დიპლომებით. 1970 წელს – როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლში "ვინ მოკლა ლუსი დიანოსი", გამომეტყველებითი კითხვის III რესპუბლიკური კონკურსში ("კითხულობს მასწავლებელი") გამარჯვებისათვის. 1978 წელს არჩეული იყო საქართველოს კომკავშირის XXXI ყრილობის დელეგატად. საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით აღინიშნა 1996 და 1999 წლებში პედაგოგიურ-პრაქტიკულ კონფერენციაზე წარდგენილი მისი ნაშრომები; 2018 წელს დაჯილდოვდა საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური კავშირის კონკურსში ("მემორიალი") აქტიური მონაწილეობისთვის. წლების განმავლობაში იყო განათლების თავისუფალი პროფკავშირის სკოლასთან არსებული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ექვსი წელიწადი სასამართლოში სახალხო მსაჯული. იგი წერს ნოველებს, სცენარებს და ლექსებს. წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია. - სენაკი, 2020. -გვ.256-257
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

