| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო შენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1979წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისში"; 1979-1987წწ. ხელმძღვანელობდა საქტელევიზიის სამართლისა და მორალის სამსახურს; 1992-1993წწ. ერთდროულად იყო გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქტორის მოადგილე; გაზეთ "დემოკრატის" რედაქტორი, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს რედაქტორი; 1987-2000წწ. გაზეთ "ქუთაისის" მთავარი რედაქტორი; იყო გაზეთ "სარკმელი საქართველოსი" დამფუძნებელი და რედაქტორი. ამ გაზეთის ერთ-ერთი ნომერი, ჩვენი ქვეყნის ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველად, დაისტამბა საფრანგეთში, პარიზში (1995, 26.V), იუნესკოს ეგიდით გამართულ დღეებში. მიღებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემია (1983) და სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.245; megatv.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

