The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზედგინიძე

დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:1980  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1939 წელს.

1944-1953წწ. ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა - კომუნისტური პარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი და ცენტრალური კომიტეტის მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგე; 1956 წელს დაამთავრა ჰიდროენერგეტიკის ნაგებობათა ინსტიტუტის ასპირანტურა და დაინიშნა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა ახალშექმნილი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგი; ამ პოსტზე მან 1964 წლამდე იმუშავა. I964 წელს შეიქმნა კავკასიის რეგიონის მეტროლოგიის სამეცნიერო ცენტრის საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, რომლის დირექტორად გიორგი ზედგინიძე დანიშნეს. ამავე დროს იგი სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტის საქართველოს სამმართველოს უფროსი იყო. 1964 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 1973 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე; 1965 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ჩამოაყალიბა საინფორმაციო-საზომი ტექნიკის კათედრა და მისი პირველი გამგე გახდა; 120 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. დაჯილდოვდა მრავალი სამთავრობო ჯილდოთი. არჩეულ იქნა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 

წყარო: საქართველო ინფორმატიზაციის სათავეებთან/იდეის ავტორები: ივ. გორგიძე, ალ. გრიგოლიშვილი, ნ. იაშვილი; სარედაქციო კოლეგია: ა. ფრანგიშვილი, ბ. აბდუშელიშვილი, მ. ახობაძე [და სხვ.]. -თბ., 2017.-გვ.265


გააზიარე: